qimia.ge — არის კომპანია საფორთის ონლაინ პლატფორმა, სადაც თავმოყრილია მხოლოდ მაღალი ხარისხის ეფექტური საყოფაცხოვრებო და პროფესიული ქიმია სახლისა და ბიზნესისთვის.

ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან მოღვაწეობს და მომსახურებას უწევს HoReCa-სა და კორპორატიულ სექტორებს. ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება დღეს გადაგვაქვს ონლაინ სივრცეში, რათა მომხმარებელმა მიიღოს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი, არამედ სრულფასოვანი სერვისი, რაც გულისხმობს სწორ კონსულტაციას, პროდუქტის ზუსტ შერჩევას, პროფესიონალურ მხარდაჭერას და დროულ მიწოდებას.

ჩვენი პარტნიორი ბრენდები

ჩვენ ვართ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები საქართველოში:

Sutter Professional

იტალიური პროფესიული ბრენდი, რომელიც უკვე ათწლეულებია ლიდერ პოზიციას იკავებს პროფესიული დასუფთავების ქიმიის სფეროში. გამოიყენება სასტუმროებში, რესტორნებში, საავადმყოფოებსა და ინდუსტრიაში — მაღალი ეფექტურობისა და სტაბილური ხარისხის გამო.

Emulsio

იტალიური ბრენდი, რომელიც სპეციალიზდება სახლის მოვლის პრემიუმ პროდუქტებში. ცნობილია ზედაპირების დაცვისა და მოვლის ინოვაციური ფორმულებით, რომლებიც აერთიანებს ეფექტურობას და უსაფრთხოებას ყოველდღიურ გამოყენებაში.

Nettuno

პროფესიული კანის დაცვისა და ჰიგიენის ექსპერტი იტალიიდან. Nettuno-ს პროდუქტები ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიაში და სერვის სექტორში, სადაც ხელების დაცვა და მოვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

General Professional

პროფესიული სარეცხი და დასუფთავების ქიმიის იტალიური მწარმოებელი, რომელიც გამოირჩევა საიმედოობითა და ფართო ასორტიმენტით HoReCa და კორპორატიული მომხმარებლებისთვის.

ჩვენ გთავაზბობთ

სწრაფი მიწოდება

თბილისში მიწოდება ხდება შეკვეთიდან მეორე დღეს (გარდა უქმე დღეებისა)

უფასო მიწოდება

100 ლარის ღირებულების შეკვეთის გაკეტებისას თბილისის მასშტაბით უფასო მიწოდება

მხარდაჭერა

კონსულტანტების დახმარება პროდუქციის შერჩევაში და გამოყენებაში

აქციები

ყველაზე ხელსაყერელი შეთავაზებები

SHOPPING BAG 0